“ტრანსპორტირება მას მოკლავს” – მონაკოს პრინცესას მძიმე დაავადების გამო აფრიკიდან ვერ უშვებენ

"ტრანსპორტირება მას მოკლავს" - მონაკოს პრინცესას მძიმე დაავადების გამო აფრიკიდან ვერ უშვებენმას თანამედროვეობის ყველაზე უბედურ პრინცესას უწოდებენ მისი უიღბლო პირადი ცხოვრების გამო. თუმცა ამჯერად კიდევ უფრო უარესად არის საქმე.

“მშობლების” ცნობით, შარლენს სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა საკმაოდ ძვირად დაუჯდა – მონაკოს პრინცესა ჰოსპიტალიზებულია, ქმრისა და შვილებისგან იზოლირებულია და ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან.

ზიმბაბვეში დაბადებული შარლენი ბავშვობის ადგილებში საქველმოქმედო მიზნით ჩავიდა – ბრაკონიერების მიერ დაობლებული მარტორქების მოსანახულებლად.

სამწუხაროდ, ამჯერად კეთილი მიზნები ბოროტად შემოუბრუნდა.

რამდენიმე კვირის წინ მონაკოს პრინცი ალბერი შვილებთან ერთად ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში ცოლის სანახავად. პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მოგვიანებით ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ პრინცესა ოჯახთან ერთად ვერ დაბრუნდა მონაკოში ყურის რთული ინფექციის გამო, რომელიც აფრიკაში ვიზიტის დროს შეხვდა.

მხოლოდ ახლა დადასტურდა ოფიციალურად, რომ პრინცესას მდგომარეობა რთულია.

“შარლენი ვერ ტოვებს სამხრეთ აფრიკას ინფექციის გამო – მან არაერთი ოპერაცია გადაიტანა რამდენიმე კვირის განმავლობაში”, – იუწყება მონაკოს სათავადო.
ინფექციამ დააზიანა ყურის და ცხვირხახის მიდამოები. ექიმები ამბობენ, რომ მისი სხვაგან გადაყვანა და ტრანსპორტირება დამღუპველი იქნება, ამიტომაც ტოვებენ აფრიკაში.

თავად ცოტა ხნის წინ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქმარ-შვილთან ურთიერთობა დიდ ძალას აძლევს. ისინი მისთვის ლოცულობენ.

1 ივლისს მათი ქორწინებიდან 10 წელი გავიდა, რომელიც ცოლ-ქმარმა ცალ-ცალკე აღნიშნა. დღეს კი შარლენმა ინსტაგრამში გაავრცელა 2 წუთიანი ვიდეო, რომელზეც მათი ქორწილია აღბეჭდილი.

ფოტო: ქორწილის დღე