ცესკოს თავმჯდომარეობისთვის გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი იბრძოლებენ

ცესკოს თავმჯდომარეობისთვის გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი იბრძოლებენცესკოს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატების სია სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაეგზავნა.

სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის 5 კანდიდატი – ანა მიქელაძე, გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია შეარჩია.

პრეზიდენტს განხილვისთვის 3 დღე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატთა საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნება, სამი მცდელობის შემდეგ, ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.