ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი წარადგინა

ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილი წარადგინათბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ჩაფრინდა და ოთხშაბათიდან ძირითად გუნდთან ერთად დაიწყებს წინასასეზონო მზადებას. მანამდე კი გუშინ, 5 ივლისს, შესაბამისი შემოწმება გაიარა და კლუბმა იგი წარადგინა კიდეც. მამარდაშვილი “ვალენსიაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, რის შემდეგაც კლუბს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე “ვალენსიაში” ოთხი მეკარე ირიცხება და ჯერ ნაადრევია საუბარი, რომელი მათგანი დაიცავს ძირითადი გუნდის კარს, სასიამოვნოა, რომ ერთ-ერთ კანდიდატად ბორდალასი გიორგისაც განიხილავს და სავარაუდოდ, თავის გამოჩენის შანსი მასაც მიეცემა. ესპანური მედია კი მიიჩნევს, რომ 20 წლის ქართველი “ვალენსიას” მომავლის მეკარეა.

ლელო