ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში გავიდა

ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში გავიდატოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა და წონის პირველმა ნომერმა ვარლამ ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

ქართველ ძიუდოისტს მწვრთნელისგან ჰქონდა მითითება, უპირატესობა თავიდანვე მოეპოვებინა და პირველ ნომრად ეჭიდავა. ვარლამმა აქტიურ კანადელს გდების შანსი არ მისცა, თავად კი ორი ვაზარი მოიპოვა და ნახევარფიალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი ვოლფი იქნება.

ლიპარტელიანი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში მან ეგვიპტელი დარვაში გაფრთხილებებით დაამარცხა.

პირველი არხი