საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მეზღვაურების და მისი დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის შეწყალებას ეხმაურება.
სააკაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილმა შეწყალებას მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ცნობილი გახდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრიანის პრეზიდენტი ბათუმში დაგეგმილ შეხვედრაზე არ ჩამოვიდოდა, იგივე პოზიცია გაიზიარა მაია სანდუმაც.
“პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი.
მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უთხრა უკრაინელებს, თუ ზელენსკი არ ჩამოვიდოდა სამიტზე, ისიც აღარ მიიღებდა მონაწილეობას ამ სამიტში და პრაქტიკულად სამიტი იშლებოდა.
ასე მოუხდათ, დილის შვიდ საათზე უკრაინელების და მიხეილ ბატურინის შეწყალება”, – წერს მიხიელ სააკაშვილი.
მისი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი.
“პრეზიდენტი ზელენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ არ მიიღო ამის დასტური და მხოლოდ ამის შემდეგ, თვითმფრინავი აფრინდა ბათუმის მიმართულებით – აი ეს არის პრინციპული პოზიცია, თავმოყვარე ქვეყნის,” – წერს სააკაშვილი.
მთავარი

