ავღანეთის თალიბანის ლიდერები თავიანთ თავს მსოფლიოს თანდათან გააცნობენ.
ამის შესახებ როიტერს თალიბანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
“ნელ-ნელა, თანდათანობით, მსოფლიო დაინახავს ჩვენს ყველა ლიდერს, ისინი აღარ დარჩებიან საიდუმლოების ჩრდილში,“- განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თალიბანის თანადამფუძნებელი და ლიდერის მოადგილე მულა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ქვეყნიდან გაძევებული იყო, ავღანეთში, კერძოდ კი ქალაქ ყანდაარში, დაბრუნდა.
დღესვე ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

