“19 კვირის ორსული ვარ და დედაჩემმა ფაიზერით ამცრა” – ხატია ბზიშვილი

"19 კვირის ორსული ვარ და დედაჩემმა ფაიზერით ამცრა" - ხატია ბზიშვილი19 კვი­რის ორ­სუ­ლი ქალი, ხა­ტია ბზიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ამ­სახ­ველ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­რის­კენ მო­უ­წო­დებს.

“დღეს ავი­ცე­რი “ფა­ი­ზე­რით” 19 კვი­რის ორ­სუ­ლი. ქალი, რო­მე­ლიც მი­კე­თებს აც­რას, არის დე­და­ჩე­მი. აცრა არ კლავს, აუც­რე­ლო­ბა კლავს”, – წერს ხა­ტია ბზიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ორი დღის წინ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ორ­სუ­ლებს „ფა­ი­ზე­რით“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

“რა­ტომ დაგ­ვი­ან­და ორ­სულ­თა აცრა? ორ­სულ­თა აც­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ 3 ვაქ­ცი­ნი­თაა დაშ­ვე­ბუ­ლი. ეს არის „ფა­ი­ზე­რი“, „მო­დერ­ნა“, „ას­ტრა­ზე­ნე­კა“ და იქაც გაფრ­თხილე­ბაა, რომ უნდა იყოს შე­თან­ხმე­ბა ორ­სულს, ექიმ­სა და ოჯახს შო­რის. უნდა აეხ­სნას კარ­გად, რომ სწო­რედ აცრა იცავს. ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნებს ჯერ­ჯე­რო­ბით, უწე­რია, რომ არის ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა. ზო­გა­დად, ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი კეთ­დე­ბა ორ­სუ­ლებ­ში, არა კო­ვი­დის, არა­მედ სა­ერ­თოდ ამ პრინციპ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი. მათ მა­ინც უწე­რი­ათ, რომ კვლე­ვე­ბი არ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა­შია, ამი­ტომ ჩვენ ორ­სუ­ლებს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით ვერ ავცრი­დით.

ბევ­რი ჩემი კო­ლე­გა სამ­წუ­ხა­როდ, არ ურ­ჩევ­და და არ ურ­ჩევს ორ­სუ­ლებს აც­რებს, არა­და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ორ­სუ­ლე­ბი აიც­რან. დღეს არის „ფა­ი­ზე­რის“ შე­სა­ბა­მი­სი მა­რა­გი, რომ ისი­ნი აიც­რან. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ისი­ნი აიც­რან, რად­გან აცრა იცავს მათ. ორ­სუ­ლო­ბი­სას მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კია ყო­ველ­გვა­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის და მათ შო­რის კო­ვი­დი­საც. გრიპ­ზე ორ­სულ­თა აცრა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცრით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ისი­ნი აიც­რან, ამ შემ­თხვე­ვა­ში, „ფა­ი­ზე­რით“ და მინ­და მო­ვუ­წო­დო ორ­სულ ქალ­ბა­ტო­ნებს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი აცრა“, – გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამბები