66 წლის გია აგუმავამ პირველივე როლისთვის შვეიცარიაში მთავარი პრიზი მიიღო

66 წლის გია აგუმავამ პირველივე როლისთვის შვეიცარიაში მთავარი პრიზი მიიღოპირველი როლი და პირველი საერთაშორისო აღიარება. გია აგუმავა, რომელმაც მსახიობობა 66 წლის ასაკში სცადა, ლოკარნოს კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დააჯილდოვეს.

შვეიცარიის ერთ-ერთი საერთაშორისო კინოფესტივალი 1946 წლიდან იმართება – ის მაღალი კლასის ფესტივალებს განეკუთვნება და წლიდან წლამდე აუდიტორიას საავტორო კინოს ათეულობით ნამუშევარს სთავაზობს. ლოკარნოში წელს საკუთარი ნამუშევრები ორმა ქართველმა რეჟისორმა – ელენე ნავერიანმა და სალომე ჯაშმა წარადგინეს.

– მე არაპროფესიონალი მსახიობი ვარ, ჩემთვის ეს მოულოდნელზე მოულოდნელი იყო. ეს ჩემი დამსახურება არ არის, ეს მთელი კოლექტივის, განსაკუთრებით რეჟისორის, ელენე ნავერიანის, დამსახურებაა, – განაცხადა გია აგუმავამ.

რუსთავი 2