ალარ კარისი ესტონეთის პრეზიდენტი გახდა

ალარ კარისი ესტონეთის პრეზიდენტი გახდაესტონეთის პარლამენტმა მეორე მცდელობის შედეგად, ალარ კარისი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

კარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 72-მა პარლამენტარმა. მის ასარჩევად 68 ხმაც საკმარისი იყო.

კარისი საპრეზიდენტო პოსტზე ერთადერთი კანდიდატურა იყო, რომელიც რეფორმებისა და ცენტრისტული პარტიების კოალიციამ წამოაყენა. 30 აგვისტოს გამართული კენჭისყრისას, მას 5 ხმა არ ეყო.

ალარ კარისი 63 წლისაა, განათლებით ბიოლოგი. მანამდე სახელმწიფო კონტროლის თანამდებობას იკავებდა, იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორი და ხელმძღვანელობდა ესტონეთის ეროვნულ მუზეუმს.

ის არასოდეს ყოფილა არც ერთი პარტიის წევრი.

იპნ