უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე “ახალ თაობასთან ინტერვიუში ანტივაქსერებზე საუბრობს:
– პირველი ვაქცინა იყო და გვაჩუქეს, მეორე იყო და გვაჩუქეს და მესამე ჯერზეც გვაჩუქეს. რატომ არის, რომ არ კეტავენ ქვეყანა? დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ჩაკეტვები და მიდის მასობრივი ვაქცინაცია. არც კეტავენ და არც ვაქცინას ყიდულობენ. საარჩევნოდ ფულია საჭირო და ვაქცინაზე ხომ არ დახარჯავენ. დააკვირდით, როგორი პიარია ამ ანტივაქსერების.
– რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ სახელმწიფო უწყობს ხელს. აბა ვინმეს წარმოუდგენია ასე ორგანიზებული კამპანია?! ქართველი ანტივაქსერები ასე ორგანიზებულად მუშაობენ? კლიპები აქვთ გაკეთებული და ნახეთ, რა ხარისხის განცხადებები გამოდის. უნდა იყვირონ, არ გვინდა ვაქცინაო, აბა ყველამ ერთად რომ იყვიროს, შემოგვიტანეთ ვაქცინა ავიცრებითო, საიდან მოიტანენ, ფულის გადახდა და ყიდვა ამათ არ უნდათ. ასე უფრო აწყობთ, რაც ნაკლები აიცრება. ფული არ არის ბიუჯეტში და ან როგორ იყიდიან?
არ ვიცი, ასე ქვეყნის მართვა თუ შეიძლება, როგორც ესენი მართავენ! აქ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება და ამას ოპოზიცია კი არა, ეს გამწარებული ხალხი შეძლებს. ოპოზიცია არაფრის მიმღწევი არაა. ხალხი გამოვა ქუჩაში, ისეთი უმართავი სიტუაცია იქნება, რომ ერთადერთი გამოსავალი იქნება ვადამდელი არჩევნები.
ნონა ცაბაძე