„არ გამოვრიცხავ მიშას ბიძინა აფინანსებდეს“ – იაგო ხვიჩია

„არ გამოვრიცხავ მიშას ბიძინა აფინანსებდეს“ - იაგო ხვიჩიაპოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არ გამორიცხავს “მიშას ბიძინა აფინანსებდეს”.

„ოპოზიციის მოქმედებებს რომ ვაკვირდები, შთაბეჭდება მრჩება, რომ არჩევნების მოგება არ უნდათ. საარჩევნო ბანერებზე ორი ნომრის მიწერაც მგონი ამის გაგრძელებაა, რომ ამომრჩეველს შეეშალოს, არჩევნებზე ორივე შემოხაზოს და ბიულეტენი გაბათილდეს. მივედი დასკვნამდე, რომ მართალია ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციას მოგება არ უნდა! არ გამოვრიცხავ, ვინმე არჩევნებში გასამარჯვებლად კი არ ემზადებოდეს, არამედ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ისევე როგორც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებული თამაში იყოს. არ გამოვრიცხავ მიშას ბიძინა აფინანსებდეს – შესაბამისად, იქცევიან ასე უცნაურად”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.