ასპინძელი ბექა ლონდარიძე უკანასკნელ გზაზე ბაიკებით გააცილეს

ასპინძელი ბექა ლონდარიძე უკანასკნელ გზაზე ბაიკებით გააცილესავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ბექა ლონდარიძე გუშინ, 29 აგვისტოს, დაკრძალეს. მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა ის უკანასკნელ გზაზე ბაიკებით გააცილეს.
27 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასპინძელი ძმებიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. შემთხვევა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მოხდა. როგორც ახლობლები ჰყვებიან, ძმები მოტოციკლით მიდიოდნენ, როდესაც მათ ავტომობილი დაეჯახა.

ბაიკზე დამაგრებულმა გოუ პრომ ასპინძელი ძმების – ნიკა და ბექა ლონდარიძის – ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები გადაიღო.

27 წლის ბექა ლონდარიძე ადგილზე გარდაიცვალა, მისი ძმა – 28 წლის ნიკა ლონდარიძე კი ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობას განაგრძობს. მედიკოსთა განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტვ 9