28 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ქალაქის ცენტრში მანქანა ამოტრიალდა.
ინციდენტი ლუკა ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ავარიას არც მსხვერპლი და არც დაშავებული ჰყავს.
საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
ტვ 25