ლეჩხუმში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
„დიდი ტრაგედია დატრიალდა ლეჩხუმში…დღეს ყველა თვალცრემლიანია ჩვენთან.ავტოავარიას ემსხვერპლა ორი ახალგაზრდა – გიორგი სანთელაძე და ლაშა ცხვედიანი. თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს და ჩვენს კუთხეს ასეთი ახალგაზრდების დაკარგვას!” – ნათქვამია ინფორმაციაში.
გიორგი და ლაშა დეიდაშვილები იყვნენ.
„სისხლი გამეყინა წუხელ. რატომ შემოდით ჩემს ცხოვრებაში. გული მტკივა გული. ლაშუ, რა საოცარი ბიჭი იყავი, გიო ჩემი ალენ დელონი ხომ გიძახოდი სულ. რა ქენით ბიჭებო ეს დეიდაშვილებმა. ღმერთო, როგორი კეთილშობილი ახალგაზრდები იყავით. დედა ღვთისმშობელო მარიამ გევედრები მე ცოდვილი, ეს ანგელოზი ბიჭები შეიფარე შენი კალთის ქვეშ,“ – წერენ სოციალურ ქსელში.
პრაიმ ტაიმი