ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა წელს ესპანეთში ორჯერ დაისვენა.
პირველად მან თებერვლის ბოლოს მეგობარს, ლაშა ბარათელს, ესპანეთში ჩააკითხა და მასთან ერთად ბარსელონაში დაისვენა.
ამის ამსახველი ფოტოები ტელეწამყვანმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ორკვირიანი კარანტინი გაიარა.
სულ ახალხანს კი, აგვისტოში, შორენა ბეგაშვილი ესპანეთის ყველაზე რომანტიკულ კუნძულ კოსტა ბრავას მიაკითხა, სადაც ასევე ლაშა ბარათელთან ერთად დაისვენა..
ტელეწამყვანი ახალი სიყვარულზე ნაკლებად ლაპარაკობს. ამბობს, რომ ბედნიერია და მამაკაცი ძალიან ანებივრებს. მუდმივად იცის, სად არის და რას აკეთებს.
მართალია, ბეგაშვილი არ აღიარებს რომ მესამე ქორწინებაშია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ულამაზესი საქორწინო ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ბარათელმა მიართვა.
ირაკლი ნანაძესთან დაშორების შემდეგ შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი გამოჩნდა. ლაშა ბარათელის მუდმივი საცხოვრებელი თურქეთია. მამაკაცი გამოცემა “პრაიმ კრაიმის” მიერ გამოქვეყნებულ “კანონიერი ქურდების” რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ “კანონიერი ქურდს” შორის ერთ-ერთია.
ლაშა ბარათელი, იგივე “ჭია” 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს აკურთხეს ქურდად.
ამბები