მსახიობი ეკა დემეტრაძე და ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” წევრი, ხმის რეჟისორი, დათო გაბუნია 2017 წლიდან ერთად არიან.
2020 წლის ნოემბერში წყვილმა “მთავარ არხს” თავისი ურთიერთობის შესახებ ინტერვიუ მისცა.
პირველად სიყვარული ეკას დათომ აუხსნა და აღმოჩნდა, რომ ეკაც შეყვარებული იყო.
დათო გაბუნია: ეკა პირველად ჩემი სამუშაო კომპიუტერის მონიტორზე ვნახე. შეხვედრით კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებაზე შევხვდი. სიყვარული პირვლად მე ავუხსენი და აღმოჩნდა, რომ მასაც ვყვარებივარ. ჩემთან შედარებით ეკა უფრო ეჭვიანი და დამთმობია, ასევე ძალიან შრომისმოყვარეა.
ეკა დემეტრაძე: ურთიერთობაში მნიშვნელოვან თარიღებს არა, მაგრამ ნიშვნელოვან მოვლენებს დათოზე მეტად მე ვიმახსოვრებ. მე ძალიან ფეთქებადი ვარ, უფრო სწორად ხშირად ვფეთქდები, დათო იშვიათად მაგრამ ძალიან გამოდის წყობიდან, სიურპრიზებშიც ასეთია – იშვიათად გააკეთებს, მაგრამ დაუვიწყარს.
წყვილმა ერთმანეთი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც ეკა ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებდა, ხოლო დათო ხმის რეჟისორად მუშაობდა.
ეკა დემეტრაძე მანამდე მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილის მეუღლე გახლდათ. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.
2017 წელს გიორგი ბოჭორიშვილმა დაადასტურა, რომ 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეკა დემეტრაძეს დაშორდა.
დაიჯესტი