“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკა მელიას თბილისის მერად გახდომის ძალიან დაბალი შანსები აქვს.
– გახარია თავის კანდიდატურას არ აყენებს და სხვა ვინც არ უნდა დააყენოს, ომას ვერ ექნება მაღალი შანსები.
– გეცოდინებათ, ვისაც აყენებს.
– ლევან დოლიძე ითქვა, აჩი არველაძე ითქვა… არ ვიცი, მაგრამ თუ თვითონ არ დადგება, ვის დააყენებს, დიდი მნიშვნელობა არც აქვს.
– ზოგადად გახარიაზე რას იტყოდით – საით პოზიციონირებს?
– გახარია პოზიციონირებს ასეთნაირად, რომ ბიძინა კარგია და კობახიძე ცუდია. ეს არის 5%-დან 10%-მდე ელექტორატი, რომელიც მან უნდა წაართვას “ქართულ ოცნებას”. ართმევს კიდეც და რამდენს წაართმევს, ვნახავთ. ვფიქრობ, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებზე შედარებით მაღალი შედეგი აჩვენა, მერე შეცვლის სლოგანს და ღიად იტყვის, რომ აუცილებელია რეჟიმის შეცვლა.
– შემდეგ უკვე ბიძინასაც დაუპირისპირდება?
– შესაძლოა ბიძინას ძალიან მკვეთრად მერეც არ დაუპირისპირდეს, მაგრამ დღეს ის ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და სწორი გზით მიდის, ბიძინას არ აკრიტიკებს, უბრალოდ ამბობს, რომ პერსონალიები არ ვარგა. ეს მიდგომები შეიცვლება მისი მხრიდან.
– ბიძინასთან კავშირები აღარ აქვს?
– მე ვფიქრობ, რომ არა. შესაძლოა ყველაზე დიდი ზარალი “ოცნებას” სწორედ გახარიამ მიაყენოს. სხვა პარტიები ერთმანეთს ართმევენ ხმებს და “ოცნებას” გახარია ართმევს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა