გერმანიაში 1 დღე-ღამეში 4.996 ადამიანი დაინფიცირდა, 17 გარდაიცვალა

გერმანიაში 1 დღე-ღამეში 4.996 ადამიანი დაინფიცირდა, 17 გარდაიცვალაბავარიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრი მარკუს სოდერი აცხადებს, რომ გერმანიაში პანდემიის მეოთხე ტალღა გარდაუვალია.

„რაც ცხადია, არის ის, რომ მეოთხე ტალღა გვიახლოვდება და შემოდგომაზე აუცილებლად მოაღწევს. ინფექციის ამჟამინდელი მაჩვენებლები უყურადღებობის საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა სოდერმა.

პრემიერმა საზოგადოებას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს, თუმცა იმ მოქალაქეებმა, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, გადასახადების გადამხდელები კი მათი კოვიდტესტების საფასურს სამუდამოდ ვერ დაფარავენ.

რობერ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ოთხშაბათს გერმანიაში კორონავირუსის 4.996 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც უდიდესი დღიური მაჩვენებელია მაისის შემდეგ. ამასთან ვირუსს კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იპნ