„გოგონა გარეუბნიდან“, „სიყვარულის ბალადა“, „გააცინე და მოიგე“, „5 ნახვით შეყვარება“ და ბევრი საინტერესო სპექტაკლი – ეს გიორგი ვარდოსანიძის შემოქმედების წარმოსაჩენად მცირე ჩამონათვალია.
გიორგი ვარდოსანიძე ამბობს, რომ მექალთანეობა ყველაზე დიდი კაიფია:
– სექსზე დიდი „კაიფი“ ჩემთვის არ არსებობს. თუ თავისუფალი მამაკაცი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია საპირისპირო სქესთან, არ დადის ქალებში, ან სხვა ორიენტაციისაა, ანუ კაცებთან აქვს კავშირი, ან ჯანმრთელობის პრობლემაა. საბედნიეროდ, არც ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ორიენტაციის მხრივაც, ნატურალი ვარ – მხოლოდ ქალებისკენ მაქვს გეზი აღებული.
მსახიობს უცხოელი მეუღლე ჰყავს, ავსტრალიაში მცხოვრები იულია არაპეტიანი:
– ქართველი არაა. ავსტრალიაში ცხოვრობდა, ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდან ონლაინ-ურთიერთობა გვქონდა, მერე ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა. ერთად ძალიან ბედნიერები ვართ.
23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე მოსკოვში. ორმოცის გახდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს. გიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია.
მისი პირველი ცოლი სალომე ჭაჭუა იყო. გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი ჰქონდა, მან და სალომემ ერთმანეთის გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს, და ამტკიცებდა, რომ მათი რომანი მაშინ დაიწყო, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა.
წყვილის ურთიერთობა ქორწინებამდეც კი მივიდა, მაგრამ მათი ურთიერთობა მალევე დამთავრდა.
წყვილის დაშორების მიზეზი გიორგის მექალთანეობა იყო, სალომემ კი მას ღალატი ვერ აპატია. ასევე ის, რომ სალომე მხოლოდ კარიერაზე ფიქრობს და ამ მიზეზით დაშორდნენ.
პია დაიჯესტი