გურიაში გამგეობის შენობა დაიწვა

გურიაში გამგეობის შენობა დაიწვაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა.
ხანძარი წუხელ, შუაღამისას გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა შენობის შიდა ნაწილის გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღნიშნულ შენობაში სოფლის გამგეობასთან ერთად განთავსებული იყო სამედიცინო ამბულატორია და ერთჯგუფიანი საბავშვო ბაღი.

როგორც ოზურგეთის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღისთვის დროებით სხვა შენობა გამოიძებნება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პირველადი ვერსიით, ცეცხლი მოძველებული ელექტროგაყვანილობისგან გაჩნდა.

რუსთავი 2