ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130) ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
იაკობმა ფინალის საგზურისთვის ჩილეს სახელით მოასპარეზე იასმან აკოსტა ფერნანდესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა 1:1 დამთავრდა, ქაჯაიამ კი ქულა უფრო გვიან მოიპოვა და ამით გაიმარჯვა.
ფინალური ბლოკი ხვალ, 2 აგვისტოს, გაიმართება. ქაჯაიას მეტოქე ლეგენდარული 38 წლის კუბელი მიაინ ლოპეს მუნიესი იქნება.
ხვალვე ასპარეზობაში გიორგი მელია (97) ჩაერთვება, რომლის პირველი მეტოქე უძლიერესი რუსი მოჭიდავე მუსა ევლოევი იქნება.
სპორტალი