მსახიობი ირაკლი გოგოლაძე სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ალექსანდრე გელაშვილის როლს ასრულებს, რომლის ტრაგიკულმა ბედმა მაყურებლის დიდი დაინტერესება გამოიწვია.
სერიალში ის კასტინგის გზით მოხვდა:
– ამ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება მქონდა, როცა სერიალში “თესეა” თესეას მერის როლს ვასრულებდი. ვფიქრობ, ჩემი პერსონაჟი “ჩემი ცოლის დაქალებში” უფრო საინტერესო გახდება. მის ცხოვრებაში პოლიტიკური და ოჯახური ამბები საინტერესოდ ვითარდება.
– მაყურებლის მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა?
– წერდნენ, ეს ვინ არისო? ზოგი ამბობდა, რა სიმპათიურიაო, ზოგი ვის მამსგავსებდა, ზოგი – ვის. კომენტარებზე დიდად არ ვრეაგირებ, მაგ ასაკში არ ვარ, ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას – არა. გამოხმაურება (კარგი თუ ცუდი) იმის ნიშანია, რომ პერსონაჟი შედგა.
ირაკლი გოგოლაძეს კარგ ხასიათზე აყენებს მეუღლის მიერ მომზადებული კერძები და კარგი ღვინო.
– გურმანი ვარ, მეუღლე უგემრიელეს კერძებს ამზადებს, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.
_ გარეგნობაში რას შეიცვლიდით?
– არაფერს შევცვლიდი. მეუბნებიან, თმა გადაინერგეო, მაგრამ ჯერ ესეც არ მინდა.
ამბები