ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა მეზობელი ლიბანის ტერიტორიაზე ავიაიერიში განახორციელეს.
ისრაელის საჰაერო ძალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ზედიზედ ორი დღის განმავლობაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მიიღეს. „მოიერიშე თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს რაკეტების გაშვების ადგილებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ტერორისთვის გამოიყენებენ,“ – აცხადებენ ისრაელის საჰაერო ძალებში.
ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნის განცხადებით, ისრაელის თავდასხმა მისი ქვეყნის მიმართ “აგრესიული განზრახვის” ესკალაციის მაჩვენებელია. მისი თქმით, ეს თავდასხმა წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
იპნ

