ჯაბა იოსელიანის შვილიშვილმა ვაკეში ქვეითი გაიტანა

ჯაბა იოსელიანის შვილიშვილმა ვაკეში ქვეითი გაიტანა„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვაკეში მოხდა.

ავტომობილი, რომელსაც „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის, ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი მართავდა, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პრაიმ ტაიმი