24 აგვისტოს ბათუმში 23 წლის კაცი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, კაცი ბილბორდის გაკვრაზე მუშაობდა. მაღლივ ბილბორდზე სარეკლამო ბანერის გაკვრა ამწეკრანით იგეგმებოდა.
„კალათი ელექტროსადენს შეეხო, დენმა დაარტყა და გადმოვარდა“, – ეს არის ინფორმაცია, რომელიც გარდაცვლილის ახლობლებმა იციან.
სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი, ბათუმში სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ახალგაზრდა კაცი სარეკლამო ბანერის გაკვირისას გასულ კვირასაც დაიღუპა ბათუმში. ის ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა.
ბათუმელები