„კაცმა თუ მწვადის გაკეთება არ იცის, რანაირი კაცია?“ – რიჩარდ ოგბუნუჯუ

„კაცმა თუ მწვადის გაკეთება არ იცის, რანაირი კაცია?“ - რიჩარდ ოგბუნუჯუპოლიტიკური განცახადი გაკეთებულია – ნიგერიელ ბიზნესმენს, 49 წლის რიჩარდ ოგბუნუჯუს თბილისის მერობა სურს. ის თვითმმართველობის არჩევნებში 23 ნომრად მიღებს ნმონაწილეებს და შეეცდება დაამარხცხოს მოქმედი მერი კახა კალაძე და მისი მთავარი კონკურენტი ნიკა მელია.

მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ “პირველებმა” ჩაწერა. რიჩარდ ოგბუნუჯუს თქმით, დედაქალაქში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა.

მე ვიცი, რა უჭირს ამ ქალაქს, ყველაზე მწვავე პრობლამე უმუშევრობაა. ახალგაზრდები უმუშავრები არიან. თუ მე ამირჩევენ, ხალხში გავაკეთებ ინვესტიციას”- განაცხადა ბიზნესმენმა, რომელიც თბილისში 35 წელია ცხოვრობს, ჰყავს ქართველი ცოლი და სამი ბავშვი.
ოგბუნუჯუ ამბობს, რომ კონკურენცია არ აშინებს და კონკურენტებზე  უკეთ იცის როგორ მოაგვაროს მოსახლეობის პრობლემები.

“კონკურენცია არ მაინტერესებს… მე მეტი შემიძლია, კავშირები მყავს, გინდა ამერიკა , გინდა ევროპა… დარწმუნებული ვარ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია ამ ქალაქისთვის

ამ ქალაქმა მაჩუქა ბევრი რამ: ჩემი ცოლი და სამი შვილი… – ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი რიჩარდ ოგბუნუჯუ.

“ვგიჟდები ხინკალზე, ხაჭაპური, ოჯახური, ელარჯი, ღომი… კაცმა თუ მწვადის გაკეთება არ იცის რანაირი კაცია?“ – აცხადებს რიჩარდ ოგბუნუჯუ.