ლანჩხუთის მერობისთვის ლია მუხაშავრია იბრძოლებს

ლანჩხუთის მერობისთვის ლია მუხაშავრია იბრძოლებსლანჩხუთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი წარადგინეს. მერობისთვის პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას” წევრი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იბრძოლებს.

წარდგენას პარტიის ლიდერი დავით ჭიჭინაძე დაეწრო.

„დღეს გვინდა ჩვენ ლანჩხუთელებს ოფიციალურად ვაუწყოთ, რომ მათ ჰყავთ ჩემი სახით მერობის კანდიდატი. 6 წელია ვცხოვრობ აქ და ძალიან მინდა ამ ქალაქს ოდნავ მაინც შეეტყოს განსხვავებული მართვის სტილი და პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, როდესაც მერი იქნება ქალი, ამ ქალაქის გულშემატკივარი. მერი უნდა იყოს სამეურნეო ადამიანი, რომელიც ზრუნავს სამეურნეო საკითხების და პრობლემების მოგვარებაზე. ამ მუნიციპალიტეტში სამწუხაროდ, არის ოჯახები, რომლებსაც სასმელი წყალი არ მიეწოდება. მთის სოფლებში არის გზის პრობლემა, არ არის გაზიფიცირებული ყველა სოფელი , არის პრობლემა ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე.

ჩემი ამოცანა იქნება, რომ ამ მუნიციპალიტეტში ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ,“- განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

იპნ