ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიური სოფლიდან გააძევეს

ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიური სოფლიდან გააძევესქართველ ძიუდოისტებს, ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს.

სპორტსმენებმა პროტოკოლი დაარღვიეს – ისინი  ოლიმპიური სოფლიდან თვითნებურად გავიდნენ და მეგობრებს შეხვდნენ.

ორივე სპორტსმენს აკრედიტაციები ჩამოართვეს.

„ჩვენ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან გვჯერა, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიო 2020-ის სპიკერმა.

ოლიმპიადის დაწყებიდან ეს მსგავსი პირველი ინციდენტია.