ლელუკა ლაშხმა ფეისბუქში დაწერა:
“პატარა განმარტებას გავაკეთებ მათთვის, ვისაც არ სჯერა, მათთვის, ვისაც სჯერა და მათთვისაც, ვისთვისაც სულერთია, რას და როგორ ” მივაღწიე “.
დაუჯერებელია ჩემთვის, ადამიანს რამე გულით უნდოდეს და ვერ მოიპოვოს, მიუხედავად ადგილისა და გარემოებისა.
დიახ, თანახმა ვარ იმაზეც, რომ მოცემულობა და სოციალური გარემო დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ამაზე გამკლავება და ადაპტირებაც ხელგვეწიფება.
ჯერ კიდევ საქართველოში, მიუხედავად უდიდესი სანაცნობო წრისა, არასოდეს მახასიათებდა დათვური სამსახურის მიღება.
მრავალჯერ შემოუთავაზებიათ, კი და კორუფციული წინადადებებიც, გამამდიდრებელი გარემოებებით.
მე ცოტა სხვა გზა ავირჩიე, საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად და დასამკვიდრებლად.
მერე, უკვე 30 წლის ასაკში, ჰო, მილიონჯერ ვთქვი და სულ ვიტყვი, რომ 0-ის ქვევიდან დავიწყე ცხოვრება პარიზში და რაა ამაში დაუჯერებელი, როცა არავინ გყავს, ენა არ იცი, უფულოდ დარჩი გაუთვალისწინებელი ფლანგვის გამო, და გაქვს “დიდი მიზნები “, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრების სინათლე, გვირაბის ბოლოს, მხოლოდ მეტროში ჩასვლისას შემეძლო მენახა.
სიტყვა გამიგრძელდა და დროც არ მაქვს. მთავრდება პირველი შესვენება.
ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ნეპოტიზმით გზას ვერ გაიკვლევ და პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაციაა მთავარი პირობა, როცა ღირსეულად გინდა სადმე მუშაობა.
ორი კვირის წინ მქონდა რანდევუ მერიაში, სადაც ჩემ თვალწინ გააკეთდა საევოლუაციო რეკომენდაცია, რომელიც გაიგზავნა სამინისტროში და სწორედ ამის შემდეგ მივიღე გუშინ ის წინადადება, რაც მივიღე და დავწერე.
უბრალოდ, იმდენად რთული პირობებია, გრაფიკისა და დატვირთვის თვალსაზრისით, რამდენად მოვაწერ ხელს კონტრაქტს, ჯერ არ ვიცი. ვყოყმანობ.
ჰოდა, მგონი გაგარკვიეთ ნაწილობრივ, რა და როგორ ხდება ჩემთან და დამიჯერეთ, ყველას შეგიძლიათ ყველაფერი, ყველგან.
საჩუქარზე უფრო გემრიელია შენით გამომუშავებული, ფულიც, ლუკმაცა და ცხოვრებაც.
გავქრი ახლა.”