ლევან ბერძენიშვილი – “წულუკიანს ჰგონია, რომ რეზო ამაშუკელი და რეზო მიშველაძე უშველიან”

ლევან ბერძენიშვილი - "წულუკიანს ჰგონია, რომ რეზო ამაშუკელი და რეზო მიშველაძე უშველიან"ლევან ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თეა წულუკიანის მსგავსი კლოუნი საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია.

– მის მოქმედებაში კონკრეტულად რაში დაინახეთ კლოუნადა?

– მაგალითად, მიკროფონის გამოტაცებაში ჟურნალისტის ხელიდან, მის ვითომ არდაბრუნებაში, მის უაზრო ღიმილში, მის გაუმართლებელ მეტყველებაში და ა. შ.

მას ჰგონია, რომ რეზო მიშველაძე და რეზო ამაშუკელი უშველიან.  სინამდვილეში წულუკიანმა მწერლების მარტივად მოთვინიერება განიზრახა მარტივი ორღობის პოლიტიკოსის მეთოდებით, რომელიც ჭრიდა იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ მწერლობა ვაჟკაცური პროფესიაა. ამიტომ დაუპირისპირდა ისეთ რამეს, რომელთაც არაფრად მიაჩნიათ წულუკიანი, ის მიაჩნიათ მუწუკად ქართულ პოლიტიკაში.

მაგალითად, პაატა შამუგია თუ ლაშა ბუღაძე არის 7.000 წულუკიანი. რაც არის წულუკიანი მთავრობისთვის, იმის 7.000-ჯერ მეტს წარმოადგენენ ეს ადამიანები მწერლობაში. წულუკიანი ისეთ რამეს შეეხო, რაზეც წარმოდგენა არ აქვს. იმიტომ, რომ უკითხავი და უვიცი ქალია.

– ასეთ გაუნათლებლად მიგაჩნდათ ყოველთვის?

– დიახ, ასეთად მიმაჩნდა. როდესაც გავიცანი, მაშინ ვიყავი შოკში, რომ ასეთი უწიგნური ადამიანი როგორ შეიძლება სადმე დაწინაურდეს-მეთქი.

– მაშინ კოალიცია და სხვა ვითარება იყო.

– კოალიცია რომ იყო, მაგიტომაც ვთანამშრომლობდით და დავდიოდით კიდეც მასთან, მაგალითად, მე და თამარ კორძაია ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეებთან დაკავშირებით. მაშინ აღმოვაჩინე, რომ უვიცი, გაუნათლებელი, უსულგულო და ადამიანისადმი არანაირი შებრალების განცდა რომ არ აქვს,

მაგას ჰგონია, რომ თვითნაბადი ტალანტია და მამამისის და ბიძინა ივანიშვილის გარდა, სხვა გენიოსი მსოფლიოში არ ეგულება არავინ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა