მწერალი სანდრო კაკულია მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ნინას ერთ-ერთი მეგობრის, ნატაშკას, შეყვარებულს სანდრექსას თამაშობდა.
ამი შემდეგ მან საზოგადოების ყურადღება თმის ფერის შეცვლით მიიქცია.
„მაგას პერეკისი ვინ გადაასხა თავზე?“, „სანდრო, რატო დაიმახინჯე თავი“, „ეს თმები რა საშინელ ფერზე აქვს სანდროს, რა დოზანაა ეს?“, „როგორ მომწონდა ეს სანდრო… აგი რა უქნია თმაზე“ – წერდნენ ფეისბუქში.
2020 წლის სექტემბრიდან სანდრო კაკულია მთავარი არხის გადაცემა “შაბათ-კვირის დილის” ერთ-ერთი წამყვანია. მასთან ერთად გადაცემას ილო ბეროშვილი, მარინა ბერიძე და ეკა დემეტრაძე უძღვებიან.
ცოტა ხნის წინ ილიაუნის თეატრმა სანდრო კაკულიას პიესა “სახურავი” დადგა.
რამდენიმე წლის წინ სანდრო კაკულიას ძმა გარდაეცვალა. ირაკლი კაკულიამ თავი ჩამოიხრჩო. მისი ცხედარი წავკისში იპოვეს.