მაია მაჩაიძე ავარიაში დაიღუპა, მისი ტყუპისცალი რეანიმაციაშია

მაია მაჩაიძე ავარიაში დაიღუპა, მისი ტყუპისცალი რეანიმაციაშია14 აგვისტოს იმერეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეეწირა, მისი ტყუპისცალი და კი მძიმედ დაშავდა, ის უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დაღუპული მაია მაჩაიძეა. ის 36 წლის იყო. უმძიმესი ავარია თერჯოლაში მოხდა. მაია ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი ტყუპისცალი – რაია მაჩაიძე კლინიკაში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.

პრაიმ ტაიმი