ნათელაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად მიხეილ ქუმსიშვილს წარადგენს

ნათელაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად მიხეილ ქუმსიშვილს წარადგენსროგორც “პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი დღეს “ლეიბორისტული პარტია“ თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს.

დედაქალაქის მერობისთვის პარტიიდან მიხეილ ქუმსიშვილი იბრძოლებს.

ფაქტთან დაკავშირებით, “პრაიმტაიმი“ თბილისის მერობის მომავალ კანდიდატს დაუკავშირდა, თუმცა მან ინფორმაცია,მის წარდგენასთან დაკავშირებით ოფიციალურად არ დაადასტურა.

მიხეილ ქუმსიშვილი, საერთაშორისო ახალგაზრდული ქსელის EDYN ბორდის წევრია, პარტიაში 2013 წლიდან გაწევრიანდა. ხელმძღვანელობს პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას, გასული თვითმმართველობის არჩევნებში იყო თბილისში პარტიის სიის პირველი ნომერი, ხოლო ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე სიის მესამე ნომერი. ის ასევე მოძრაობა “გაბედეს“ ერთ-ერთი ლიდერია.