ნინი ბადურაშვილმა 5 ფერის პომადა გამოუშვა – „დიდი ხანია, მქონდა ეს იდეა”

ნინი ბადურაშვილმა 5 ფერის პომადა გამოუშვა - „დიდი ხანია, მქონდა ეს იდეა"ახალი პომადები ნინი ბადურაშვილისგან – მომღერალმა გადაწყვიტა, ბედი ბიუთი სამყაროში სცადოს. მისი ბრენდის ეგიდით პომადების ხუთი ვერსია გამოვიდა,

სხვადასხვა ფერის. ნინი კოსმეტიკურ საშუალებას რეკლამას თავად უკეთებს.

ამაზე მუშაობა ნინიმ გაზაფხულზე დაიწყო.

„დიდი ხანია, მქონდა ეს იდეა და ვერ განვახორციელე, ვერასდროს მომყავდა სისრულეში. თუმცა პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე, რომ დამეწყო ტუჩის ხაზის საცხით, შემდეგ კი აუცილებლად იქნება სხვა პროდუქტებიც.

და რაც ყველაზე მეტად მინდა ის არის, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – ამბობდა ნინი ბადურაშვილი აპრილის ბოლოს.

მან თქვა, ამ ეტაპზე, პომადა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდება,

„ტუჩსაცხი ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე გამოჩნდება, რომელსაც ერქმევა „ენდი ბიუთი,“ – უთხრა ნინი ბადურაშვილმა რადიო ფორტუნას.

ნინიმდე საკუთარი კოსმეტიკური ხაზი ნუკი კოშკელიშვილმა გააკეთა. მან თავდაპირველად წითელი ტუჩსაცხი გამოუშვა, ახლა კი უკვე სხვადასხვა ტიპის ბიუთი პროდუქციის შექმნასაც შეუდგა.

მუზიკბოქსი, დაიჯესტი