ნინო გაჩეჩილაძე – “ერთადერთი შეყვარებული მყავდა, რომელსაც 2 წლის წინ დავშორდი”

ნინო გაჩეჩილაძე - "ერთადერთი შეყვარებული მყავდა, რომელსაც 2 წლის წინ დავშორდი"41 წლის მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც ჩცდ-ში კატოს როლს ასრულებს, ამბობს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და.

– თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი კი ყო­ველ­თვის მყავ­დნენ, მაგ­რამ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, კა­ტოს­გან გან­სხვა­ვე­ბით. ის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უკვე წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და, ორი წლის წინ დავ­შორ­დი. ჩემს მშობ­ლებს არ მოს­წონ­დათ ის ბიჭი, რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებ­და ჩემ­ზე, რო­დე­საც ამ სა­კი­თხში მშობ­ლის კურ­თხე­ვა არ გაქვს, ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ სა­ნამ მე თვი­თონ არ და­ვი­ნა­ხე, რომ ჩე­მე­ბი მარ­თლე­ბი იყ­ვნენ, მა­ნამ­დე არ გა­დავ­დგი და­შო­რე­ბის ნა­ბი­ჯი.

დღეს მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გად მო­ვი­ქე­ცი, რად­გან ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ჩემ­თვის და­ი­წყო ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით, – ამბობს მსახიობი.

მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მისთვის იდეალური მამაკაცი:

– ალბათ, ისიც ცოტათი რომანტიკოსი უნდა იყოს, როგორც მე. მე ძალიან რომანტიკული ვარ და ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი. ბევრად უფრო საინტერესოდ ვგრძნობ თავს, როცა რომანტიკაში ვარ ჩაფლული. ამ დროს ბევრად უფრო მაინტერესებს ცხოვრება და აჟიტირებული ვარ.

როცა ძალიან რეალისტი ვხდები და მატერიალურ რაღაცებზე ვფიქრობ, ჩემთვის ეს უკვე აბსოლუტურად უინტერესოა. ამიტომ, ჩემ გვერდით მამაკაციც ასეთი უნდა იყოს – უფრო სულიერი, მხიარული, უნდა ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა. ასევე, უნდა იყოს მზრუნველი და ყურადღებიანი.

განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ, არც მილიონერი მჭირდება, რადგან მინდა, ღამე მშვიდად მეძინოს.

დაიჯესტი