“ოცნება” – გახარიას ტანდემს გამარჯვების დიდი შანსი აქვს” – მამუკა გამყრელიძე

"ოცნება" - გახარიას ტანდემს გამარჯვების დიდი შანსი აქვს" - მამუკა გამყრელიძე“ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია უფრო “ოცნებასთან” მოხვდება  კოალიციაში, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან სხვა რომელიმე ღიად ოპოზიციურ პარტიასთან:

– აქედან გამომდინარე იმ კოალიციას – “ოცნება” პლუს გახარია – ძალიან სერიოზული ძალა ექნება. რა თქმა უნდა, მოახერხებენ მთავრობის დაკომპლექტებას. თუ მოხდა რაღაც კონტაქტები ივანიშვილსა და გახარიას შორის, მე ვიტყოდი, რომ ამ ტანდემს უფრო დიდი შანსი აქვს გამარჯვების, ვიდრე დანარჩენ ოპოზიციას.

ვადამდელი არჩევნები “ოცნებასაც” ძალიან აწყობს და შეიძლება მომავალი წლის გაზაფხულზე დანიშნოს.

ძალიან უყვართ ბაქი-ბუქი პარტიებს, რომ ამას ვიზამთ და ივანიშვილს გავანადგურებთო. ჰგონიათ, რომ ამით რაზმავენ ამომრჩეველს, სინამდვილეში ამომრჩეველი ისმენს ერთხელ, მეორედ, მეათედ და როდესაც ვერ ხედავს შედეგს, მერე ხელს ჩაიქნევს.

ხელისუფლებამ გამოიყენა არგუმენტად, რომ “ნაცმოძრაობამ” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. ერთი მხრივ მართლები არიან, რადგან ეს იყო შეთანხმება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.

– “ნაცმოძრაობამ” შეცდომა დაუშვა?

– რა თქმა უნდა. საერთოდ არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და ამას მივიღებდი პრინციპულ პოზიციად. ენმ შევიდა პარლამენტში, მაგრამ არ გამოიყენა ინსტრუმენტები იმის გამო, რომ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა