ოზურგეთში 9 აპრილის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახლში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქირით ცხოვრობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა შენობის მეორე სართული. სახლის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ბუნებრივი აირის ახალდამონტაჟებული სისტემის ხარვეზის გამო გაჩნდა.
რუსთავი 2