ტოკიოს ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება. ქართულმა დელეგაციამ გამოსვლა უკვე დაასრულა.
მიუხედავად ქართველების გამოსვლის დასასრულისა, ტოკიოს ოლიმპიადაზე დარჩა ქართველი მწვრთნელი ზაურ ანთია, რომელიც ირლანდიის ღირსებას იცავს.
დღეს მისმა შეგირდმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.
ზაურ ანთია წარმოშობით ფოთიდაანა.
მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, ირლანდიური კრივის „ალექს ფერგიუსონი“ – ეს მცირე, მაგრამ მრავლისმთქმელი შეფასება ზაურ ანთიას მისამართით მრავალჯერ გაჟღერებულა.
ირლანდიაში კრივის საუკეთესო მწვრთნელი ქართული ფესვებით ყოველ წელს აოცებს მსოფლიო სპორტის წარმომადგენლებს.
მის ანგარიშზე 200-ზე მეტი მედალია, მრავალჯერ აფრიალებული გამარჯვების დროშა და აპლოდისმენტები, რომელიც დაიმსახურა თავისი ნიჭით, ადამიანობით, დაუღალავი შრომითა და განვითარებისკენ სწრაფვით.
პრაიმ ტაიმი