ქეთა თოფურიაზე დედამისი, ნატა ბუცხრიკიძე საუბრობს.
ის ამბობს, რომ განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ოჯახის წევრებმა ერთმანეთთან დიდი დრო გაატარეს.
– საქართველოში ყოველწლიურად ჩამოვდივართ. მე ზაფხულობით სამ თვეს სახლში ვატარებ, ზამთარში თბილისში ვარ.
მისი თქმით, პანდემიის გამო ქეთამ ლევთან ხელმოწერა მოკრძალებულად ჩაატარა.
– ქეთას აღარ უნდოდა დიდი ქორწილი. თეთრი სადედოფლო კაბა, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს, პირველი ქორწინებისას უკვე ეცვა, – ამბობს ჟურნალ „სარკესთან“ ქეთას დედა.
– როგორ რეაგირებს ქეთა, როცა ოკუპანტი ქვეყნის სცენაზე გამოდის და მას ამის გამო აკრიტიკებენ?
– რა თქმა უნდა საწყენია და გულიც გვტკივა, მაგრამ შევეჩვიეთ და ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ. ქეთა არავისზე ნაკლები ქართველი არ არის. არავისზე ნაკლებად არ უყვარს თავის სამშობლო. ყველა მოვლენის საქმის კურსშია და ძალიან განიცდის, თუ საქართველოში რამე ცუდი ხდება.
გიჟი დედაა, როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს კონცერტის მერე, კონცერტის შემდეგ თუ სხვა ქალაქშია, ღამეს არ გაათევს სასტუმროში და იმავე ღამეს მოფრინავს, რომ შვილებს ჩაეხუტოს. დილით ადრე დგება, აცმევს, აჭმევს, უცვლის . რასაც ძიძა აკეთებს იმავეს აკეთებს ქეთა. უნდა მრავალშვილიანი დედა იყოს. თვითონ მარტო გაიზარდა, სულ ოცნებობდა და ან ძმა ჰყოლოდა. წელს ოლივიას დაბადების დღე ჩვენს აგარაკზე წყნეთში გადავიხადეთ. ჩემმა სიძემ თავისი ხელით შეწვა მწვადები და სტუმრებს გაუმასპინძლდა,- ამბობს ნატა.
პრაიმ ამბები