“ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი ქეთი დევდარიანი ფორტუნასთან საუბარში ამბობს, რომ იუმორის გრძნობას ტაქსისტებთან კარგავს:
– ძირითადად მაინც კამათი მოგვდის ხოლმე – პოლიტიკაზე ან იმაზე, რომ იქ არ გააჩერა, სადაც გამოვიძახე.
მამაკაცებს ის ასე აფასებს:
– რომანტიკული ურთიერთობა არ მომინდებოდა ხეპრე, ტლუ, იუმორის გრძნობის არმქონე მამაკაცთან, ყალბთან, ვისაც არ აქვს ღირებულებათა სისტემა. ისე კი, რაც უფრო განსხვავებულია ჩემგან, მით უფრო საინტერესოა ჩემთვის, როგორც პერსონაჟი – გააჩნია, რაში მჭირდება ეს ურთიერთობა
სცენარისტი ამბობს, რომ პირად ცხოვრებაში სხვისი კი არა, საკუთარი აზრიც არ გაუთვალისწინებია ხოლმე:
– ანუ რაციონალურ აზრსაც კი არ ვუჯერებ საკუთარს.
მას ყველაზე ყველაზე მეტად გაუმართლა ადამიანებში, რომლებიც მის გარშემო არიან.
– პოპულარობის მოპოვება არის ძალიან ადვილი, მაგრამ მისი შენარჩუნებაა ძნელი, – ამბობს ქეთი დევდარიანი.
2017 წელს ინგა გრიგოლიამ ქეთი დევდარიანი წლის ყველაზე ნიჭიერ ქართველად დაასახელა.
”წლის ყველაზე ნიჭიერ ქართველად მე ქეთი დევდარიანს ვასახელებ!!!! არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მსგავსი ნიჭიერი და უმაგრესი მე არ ვიცი. ყველა ჯილდოს და ყველა პრიზს მას მივცემდი (მარტო შაგუ მეყოფა ამ ჩემი მოსაზრების არგუმენტად)!!!! სასწაული გოგოა”, – დაწერა მაშინ ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში.