ყაზბეგში მყინვარწვერზე ზვავი ჩამოწვა

ყაზბეგში მყინვარწვერზე ზვავი ჩამოწვაყაზბეგში, მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც მთამსვლელების ჯგუფი გადაადგილდებოდა.

შემთხვევის შედეგად, 5 მთამსვლელი ზვავმა მოიყოლა, მათგან 2 უვნებლად ამოიყვანეს, 3 კი სხვადასხვა სახის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები პოლონეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან.

5 დაშავებული ტურისტიდან ახლა ყაზბეგის სამედიცინო ცენტრში მხოლოდ 1 უკრაინელი ტურისტი იმყოფება.

ექიმის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში შეყვანისთანავე მას აღენიშნებოდა ასფიქსია, ახლა კი მას მარჯვენა ხელის მოტეხილობა აწუხებს და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ზვავი ზღვის დონიდან დაახლოებით 4.700 მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა. მე მეგობრებთან ერთად ვიყავი, რომლებმაც ამომიყვანეს. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ,” – განაცხადა დაშავებულმა მარიანა ოვალენკომ “კურიერთან” საუბრისას.