რუსთავში, მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
”ინფო რუსთავის” ინფომაციით, ავარიის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო სასწრაფო დახმარების მძღოლმა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ინფორუსთავი