ბათუმის დინამოს აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი დიმა შიტაკაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ბათუმის დინამოს აკადემიამ გაავრცელა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დინამო ბათუმის აკადემიის ფეხბურთელის დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო“, – წერია ფეისბუქ პოსტში.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სარფში მოხდა. დიმა შატიკაშვილი ზღვაში გადახტა და თავი ქვას დაარტყა. მაშველებმა მისი გამოყვანა სწრაფად შეძლეს, მაგრამ ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დიმა 17 წლის იყო.