“შენ გაქვს ერთი თვისება, რომელიც ძალიან მაღიზიანებს” – თემიკო ჭიჭინაძე და ნინო თარხან მოურავი ერთმანეთზე

"შენ გაქვს ერთი თვისება, რომელიც ძალიან მაღიზიანებს" - თემიკო ჭიჭინაძე და ნინო თარხან მოურავი ერთმანეთზემსახიობები თემიკო ჭიჭინაძე და მისი მეუღლე ნინო თარხან მოურავი ტელეიმედის გადაცემაში ერთმანეთს კითხვებს უსვამენ.

– რა მოგწონს და რა არ მოგწონს ჩემში ყველაზე მეტად?

თემიკო ჭიჭინაძის ამ კითხვას ნინო თარხან მოურავმა ასე უპასუხა:

– შენ გაქვს ერთი თვისება, რომელიც თავიდან ძალიან მაღიზიანებს და მერე ვხვდები, რომ ეს ძალიან კარგი თვისებაა – ის, რომ ძალიან ცოტას ლაპარაკობ სახლში. თითქმის საერთოდ არ შემოდიხარ კონტაქტში. მერე რომ წარმოვიდგენ, ამას ახლა გაუთავებლად ლაპარაკი რომ უნდოდეს, ალბათ გავგიჟდებოდი მეთქი, ვხვდები, რომ ეს არის შენი ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი თვისება.

ნინო თარხან მოურავის კითხვას

– რაზე ბრაზობ?

თემიკო ჭიჭინაძემ ასე უპასუხა:

– შენც შეამჩნევდი, რომ ამ ბოლო დროს ძირითადად საჭესთან ვბრაზობ.

– კი, საჭესთან აუტანელია შენ გვერდით ჯდომა.