იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად კოვიდ ვირუსი სახელდება.
აწ გარდაცვლილი ემიგრანტი, ლიანა ნათბილაძე იტალიის რეგიონში, კალაბრიაში იმყოფებოდა – ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს.
„ქალბატონი, რომელიც დააკლდება ქალაქს. ქალბატონი ლიანა, რომლის მხოლოდ სახელი მესმოდა და მისი ნაცნობობის ბედნიერება არ მქონია, სამუდამოდ ემშვიდობება თავის საყვარელ ქალაქს – რეჯოს.
ის ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველი იყო, რომელმაც ფეხი დადგა კალაბრიის მიწას.
მასზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობდნენ. როგორ დაგვწყვიტე ყველას გული. შოკშია კალაბრიის ქართველობა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის მეგობრებს, მთელ ქალაქს.
მსუბუქი იყოს თქვენთვის ქართული მიწა ქალბატონო ლიანა.“ – წერს ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებელი.
ლიანა ნათბილაძე ემიგრაციაში 20 წლის მანძილზე იმყოფებოდა.
პრაიმ ტაიმი