შვიდმა გორელმა ბიზნესმენმა “ოცნებას” ფული ერთდროულად გადაურიცხა

შვიდმა გორელმა ბიზნესმენმა "ოცნებას" ფული ერთდროულად გადაურიცხა“ქართული ოცნების” ყულაბა კიდევ 63.000 ლარით შეივსო – 23 აგვისტოს, შვიდმა გორელმა ბიზნესმენმა მმართველ პარტიას ფული ერთდროულად გადაურიცხა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის პარტია ბიზნესს არეკეტებს და აიძულებს, გაიღონ მსხვილი შემოწირულობები. ამ თანხას კი ოქტომბრის არჩევნებზე აგიტატორებს დაურიგებს.

“ეს ბიზნესმენები გარანტიას იქმნიან, რომ მათი ბიზნესის განვითარებას ხელს არაფერი შეუშლის. როდესაც სისტემა აიძულებს მოქალაქეს, ჩაიდინოს დანაშაული, და დანაშაულისთვის იყოს მზად. რომ იმ პირობების აღსრულებას, რომლებსაც ისინი მეორე მხრიდან ელოდებიან, ჰქონდეთ გარანტირებული. ეს იქნება მაგალითად ტენდერის მოგება, თუ გარკვეული პრივილეგიები”- ამბობს “პირველებთან” კორუფციის მკვლევარი, ქეთი ენუქიძე.

მისი თქმით, დანაშაულის კვალის დაფარვის მცდელობაც კი აღარ ჩანს.

ტვ პირველი