ტრაგიკული შემთხვევა მოხდა შეკვეთილში. 22 წლის ლადო გოგუას, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა.
ამის შედეგად ლადო გოგუა გარდაიცვალა.
მას რამდენიმე პირთან ერთად სკუტერი სპეციალური ელექტრომოწყობილობით ზღვიდან ამოჰყავდა, როდესაც წყალში მყოფ ახალგაზრდას დენმა დაარტყა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
რუსთავი 2