სოსო გოგაშვილი სად იყრის კენჭს? – მამუკა გიორგაძის განმარტება

სოსო გოგაშვილი სად იყრის კენჭს? - მამუკა გიორგაძის განმარტებასახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე “ახალ თაობასთან ინტერვიუში” პარტიაში დაბრუნებულ სოსო გოგაშვილზე საუბრობს.

– სოსო გოგაშვილი სკანდალური რეპუტაციის ადამიანად ითვლება.

– სკანდალად შეიძლება აქციო ნებისმიერი თემა და სკანდალურად შეიძლება ჩათვალო ნებისმიერი ადამიანის რეპუტაცია. ვინ დაადგინა, რომ რომელიმე ჩვენგანს რაიმე აქვს ჩადენილი? სასამართლომ და პროკურატურამ, რომელსაც უნდობლობას უცხადებენ?! იმისთვის, რომ რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნისა და პოლიტიკოსის ქმედება გამოიძიო, სანდო და დამოუკიდებელი ინსტიტუტი გჭირდება. დამოუკიდებელი სანდო საგამოძიებო სტრუქტურის შექმნაზე, რომელიც ყველას საქმეს გამოიძიებს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს, 90-იან წლებში მაშინ ვლაპარაკობდით, როცა სოსო გოგაშვილი ჩვენთან, სახალხო პარტიაში იყო.

ასეთი სტრუქტურა არ შექმნეს არც სააკაშვილმა და არც ივანიშვილმა. შექმნან და ყველა ჩვენგანის საქმეები გამოიძიონ! მანამდე კი ადამიანს ბრალდებებს ნუ წაუყენებენ.

– სოსო გოგაშვილი პირადად კენჭს იყრის სადმე?

– სოსო გოგაშვილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პარტიის განვითარებაში. კენჭისყრაზე ახლა ვერაფერს გეტყვით. ამაზე ვიმსჯელებთ და რამდენიმე დღეში საზოგადოებას ყველაფერს ვაცნობებთ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა