თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგი უგულავას უპრინციპო და ფლიდი უწოდა

თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგი უგულავას უპრინციპო და ფლიდი უწოდაგიგი უგულავას ფოთის მერობის კანდიდატად დაყენებას თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ბადრი ესებუა ვერა, მაგრამ თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლა და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება ფოთში.
რელევანტურად დარჩენის სასოწარკვეთილი გზაა.
ვწუხვარ, რომ მაინც და მაინც ეს ადამიანი განასახიერებს ყველაფერს, რის გამოც ნორმალურ, წესიერ ადამიანს, შეიძლება პოლიტიკა უპრინციპო და ფლიდი ადამიანების ბინძურ საქმედ მიაჩნდეს.”