“თათულის დანახვისას რაღაცამ თავში დამცხო” – ჟანრი ლოლაშვილის და თათული დოლიძის სიყვარულის ისტორია

"თათულის დანახვისას რაღაცამ თავში დამცხო" - ჟანრი ლოლაშვილის და თათული დოლიძის სიყვარულის ისტორიამათ რუსთაველის თეატრში გაიცნეს ერთმანეთი. დაუახლოვდნენ და დაქორწინება გადაწყვიტეს. ორივესათვის ეს მეორე ქორწინება იყო. მას შემდეგ სამ ათეულზე მეტი გავიდა და დღემდე ერთად არიან.

– თათული რომ დავინახე, თითქოს რაღაცამ თავში დამცხო და დამარეტიანა, – იხსენებს ჟანრი ლოლაშვილი კვირის პალიტრასთან.

– ჟურნალისტები მეკითხებიან ხოლმე, რა არის თქვენი შეხმატკბილებული ურთიერთობის საიდუმლოო. რა არის და ერთმანეთის გვერდით დგომა, ოჯახის საკეთილდღეოდ ბევრ უსიამოვნო წვრილმანზე თვალის დახუჭვა და, ყველაზე მთავარი – სიყვარული, – ამბობს თათული დოლიძე.

მისი თქმით, ჟანრი ძალიან კარგი მსახიობია.

– იგი სულ ძიებაშია და ამითაცაა საინტერესო მასთან, როგორც პარტნიორთან, თანამშრომლობა.

ჟანრი ლოლაშვილი: 

– მეც გურმანი ვარ და თათულიც. როცა სამზარეულოში ვარ, იქ სხვის ჩარევას ვერ ვეგუები. თათული მიეჩვია ჩემს კერძებს, გემრიელად მიირთმევს, მაგრამ ზოგჯერ მსაყვედურობს, რად გინდა, ამდენ დროს რომ უთმობ სამზარეულოსო… რა ვქნა, რაც მიყვარს, ყველაფერს დიდ დროს ვუთმობ. თათული რომ მიყვარს, მასაც უდიდეს დროს ვუთმობ, მისთვის არაფერი დამენანება, სულიც კი…

რამდენიმე წლის წინ თათული დოლიძე სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდა, სადაც მან ნინო ერისთავის როლი შეასრულა და ამის შესახებ ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა.
– რა ტიპის ქალია ნინო ერისთავი?

– მგონი, ცუდი არ უნდა იყოს. გამოჩნდება, რატომ და რისთვის აღმოჩნდება ამ დღეში. თავის დაჭერა ისეთი იცის, ცუდ ოჯახში არ უნდა იყოს გაზრდილი.

– გაუმართლა, რომ მდიდარი კვაზი მანტკავა შეხვდა?
– ვალი კი გადაიხადა, მაგრამ კვაზი პატივმოყვარე კაცია. რას იტყვის ხალხი – ამაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ნინო კი არა, საკუთარი სახელი დაიცვა. შეუყვარდება თუ არა ნინო, ვნახოთ.